სიახლეები / ევროპის საბჭოს მისია კულტურისა და სპორტის სამინისტროში

ევროპის საბჭოს მისია კულტურისა და სპორტის სამინისტროში

11.07.2018
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოწვევით, 9-12 ივლისს, თბილისს სტუმრობს ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისია კულტურისა და სახელოვნებო განათლების პოლიტიკის საკითხებზე. მისიის მიზანია ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა ქართული მხარისთვის ევროპული გამოცდილების და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარების გზით. ამ თემასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიამ კატრინ მერკლის, ფილიპ კერნის, ბენიტო ბურგოს ბარანტესის, კიმო აულაკესა და სლავომირ პიოტრ ზამუსკოს მონაწილეობით, უკვე არაერთი შეხვედრა გამართა განათლების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

11 ივლისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

დაინტერესებულ მხარეებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიამ სახელოვნებო განათლების მიმართულებით ევროპული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, სახელოვნებო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
 
შეხვედრების შედეგად, ევროსაბჭოს მისია ანგარიშს მოამზადებს, სადაც ასახული იქნება რეკომენდაციები საქართველოში სახელოვნებო განათლების სრულყოფისთვის.
 
აღნიშნულ თემაზე, ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიის წევრებმა - კატრინ მერკლიმ, ფილიპ კერნმა, ბენიტო ბურგოს ბარანტესმა, კიმო აულაკემ და სლაბომირ პიოტრ ზამუსკომ უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან და მოადგილესთან. ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრები კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურების ხელმძღვანელებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების შესაბამის ექსპერტებს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სკოლისგარეშე და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდნენ.
 
გაიმართა ევროსაბჭოს მისიის შეხვედრა ასევე, თბილისის, თელავის, მარნეულის მუნიციპალიტეტების კულტურის და განათლების სამსახურებისა და სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებთან, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან/განათლების ექსპერტებთან.

 


კალენდარი

დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6