სიახლეები / კვლევა: კულტურის დაფინანსების მდგრადი სისტემის შემუშავებისთვის

კვლევა: კულტურის დაფინანსების მდგრადი სისტემის შემუშავებისთვის

01.02.2018
კვლევა / ანგარიში - “სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განხორციელდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ - ფარგლებში. 

კვლევის ავტორი ევროკავშირის ექსპერტი, ტერი სანდელია. დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში ექსპერტი შეხვდა, როგორც სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ისე - კულტურის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუციების (ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და სხვ.), საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის, სხვადასხვა სამინისტროს, ბიზნესის, საჯარო ფონდების წარმომადგენლებს.

იხილეთ კვლევა ინგლისურ ენაზე >>


 


კალენდარი

ნოემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9