სიახლეები / „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონისა და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარებ

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონისა და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის პროექტი დასავლეთ საქართველოში განიხილეს

06.08.2018
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა.

სამუშაო შეხვედრებს ოთხმა ქალაქმა - ოზურგეთმა, ბათუმმა, ზუგდიდმა და ქუთაისმა უმასპინძლეს. საჯარო განხილვები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით იმართება. კანონის პროექტის განხილვის პარალელურად შეხვედრებზე განიხილება „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია“. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საჯარო განხილვებში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გუბერნატორებმა, მერებმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტისა და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ განხილვა რეგიონებში მაისში დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. ერთ-ერთი დასკვნითი, ასევე შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. 

შეხვედრის მონაწილეები, ოქმები და კანონ-პროექტის შეფასების ანგარიშები იხილეთ რუბრიკაში სპორტის სტრაგეგია
 


კალენდარი

დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6