12 ივნისს, გორის კულტურის ცენტრში გაიმართა მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან, მუხრან შამათავასთან და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაესწრო.